პროექტებში ისტ-ის გამოყენება

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი



საგანი: საინფორმაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში






  ლექტორი: პავლე თვალიაშვილი
  სტუდენტი: სანათა შეროზია










  თბილისი
  2010
   





www.gearn.blogspot.com - აირჩიეთ რომელიმე საცდელი (არა დამტკიცებული) პროექტი და განსაზღვრეთ როგორ შეიძლება ამ პროექტში ისტ-ის გამოყენება.

  მე ავირჩიე საცდელი პროექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც მივიჩნიე რომ იყო საინტერესოდ აღსაწერი და სასიამოვნოდ განსახორციებელი. პროექტი გახლავთ - ,, ბუნება ჩვენი მკურნალია “. აღნიშნული პროექტის განხორციელებას აქვს, როგორც შემეცნებითი ასევე, გასართობი დატვირთვა. გასართობი იგულისხმნება იმ მხრივ რომ დროის ხარჯვას ეძლევა სასიამოვნო დატვირთვა ანუ მოსაძიებელი ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად უფრო სასარგებლო ბუნებაა და სად იჩენს თავს ამოუცნობი საიდუმლოებები, მეცნებითი კი გასაგებიცაა რატომ შეიძლება იყოს - ანუ იმის შესახებ ინფორმაციის მოძიება თუ სად უფრო უკეთესი და სასარგებლო ბუნებაა, საჭიროებს მრავალნაირი ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, წიგნებში, გამოკითხვებით, ექსკურსიების გამართვით, აზრის გაზიარებით, რაც ზრდის შემეცნებით დონეს.
  აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტ - ის გამოყენებას. მაგალითად, კომპიუტერის გამოყენებით შეგვეძლება მეტი ინფორმაციის მოძიება - ვებ გვერდების, ელექტრონული ჟურნალების და ენციკლობედიური ხასიათის ჟურნალების გამოყენებით, რაც უფრო ადვილს ხდის პროექტის განხორციელებას, ანუ არ გვიხდება სრული სიხშირით მოგზაურობა და იმ ინფორმაციის მოძიება, რისი მოძიებაც ინტერნეტითაა შესაძლებელი.
  აღნიშნულ შემთხვევაში, ინტერნეტის საშუალებით მათ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია იმ ადგილის ისტორიული წარსულის შესახებ რასაც იკვლევენ, ან გააკეთონ ცხრილები იმის მიხედვით თუ რომელი მხარე, როგორი ბუნებით გამოირჩევა და ა.შ. 
  თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ გავიდნენ ბუნებაში და არ დაათვალიერონ მათი ღირშესანიშნეობები. ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ ბუნებაში და დააფიქსირონ ფოტოაპარატით ის ამოუცნობი საიდუმლოებები, რაც შეხვდებათ იქ. აღნიშნული ფოტომასალის საფუძველზე უფრო გასაგები და ეფექტურიც გახდება აღნიშნული პროექტი, აგრეთვე ძიების პროცესიც, როცა ჯგუფი ცდილობს რაიმე მნიშვნელოვანის და სასარგებლოს აღმოჩენას. 
  პროექტის დროს აგრეთვე მნიშვნელოვანია საკომუნიკაციაო საშუალებაც, როგორიცაა ტელეფონი. ჯგუფის წევრები, რომლებიც მუშაობენ პროექტზე შეიძლება სხვა და სხვა ადგილას მოუწიოთ წასვლა, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ საკომუნიკაციო საშუალებაც, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ და აზრი გაუზიარონ. მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ჯგუფები ბუნებაში გადანაწილდებიან ისინი ტელეფონით გააკონტროლებენ ერთმანეთს, რათა ერთნაირი ინფორმაციის მოძიება არ მოუწიოთ ან რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაიხმარონ ერთმანეთი.
  საბოლოო სახეს ხომ პროექტი სწორედ მაშინ ღებულობს, როცა ის შინაარსობრივადაც, ლოგიკურადაც, თვალსაჩინოებების გამოყენებითაც და ისტ - ის მომსახურებითაც არის შეჯამებული.







  სკოლაში ფიქრობენ მოსწავლეთა გამოფენის ჩატარებას.
როგორ შეგვიძლია ისტ-ის მეშვეობით დავგეგმოთ,მოვამზადოთ, განვახორციელოთ და შემდეგ საზოგადოებას გავაცნოთ საგანთან დაკავშირებული სასწავლოპროექტი, რომლის განმავლობაშიც ეს გამოფენა ჩატარდება.


  სკოლაში იგეგმება გამოფენის ჩატარება. გამოფენა ეძღვნება ხელოვნების ნამუშევრებს. ანუ ბავშვებმა უნდა შექმნან მათი ინტერპრეტაციით ბუნების პეიზაჟი - „შემოდგომის პორტრეტი“
  ამისათვის მასწავლებელი გეგმავს ჯგუფთან ერთად იმ აქტივობებს, რითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული საქმიანობა. 
  დაგეგმვა ხდება შემდეგნაირად: ჯერ ხდება მიმართულების ჩამოყალიბება, რა უნდა გააკეთონ და რაზე უნდა იმუშაონ. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ავალებს მათ მიერ შესასრულებელ საქმიანობას, აძლევს რეკომენდაციებს, რის შემდგაც იწყება მომზადების ეტაპი.
  კლასი იყოფა ჯგიფებად. თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი ავალებს საქმიანბებს, რომლებიც უნდა შეასრულონ. მაგალითად: ერთი ჯგიფი გადის ბუნებაში და იღებს სურათებს - ეძებენ გაყვითლებული ფოთლებით დახუნძლულ დიდრონ ხეებს, აფიქსირებენ ფოთოლცვენის პროცესს, სურათებს უღებენ ნეშომპალად ქცეულ ფოთლებს და ა.შ. მეორე ჯგუფი კი იყენებს კომპიუტერულ მომსახურებას, ანუ მუშაობენ ინტერნეტში, ეძებენ და ამოაქვთ ინტერნეტიდან შემოდგომის ამსახველი ფოტოები, მუშაობენ ფოტოშოფში, ამატებენ სხვადასხვა სახის დეტალებს, როგორიც მათ სურთ რომ გამოვიდეს, მუშაობენ აგრეთვე WORD-შიც, თავად ქმნიან ნახაზებს და ფერსაც თავად ასხამენ. მას შემდეგ რაც ისინი შეაგროვებენ ინფორმაციას სრულად იწყება განხორციელების პროცესი. ჯგუფები ერთმანეთს უკავშირდებიან, რაშიც ეხმარებათ საკომუნიკაციო საშვალება -ტელეფონი, გეგმავენ შეხვედრის დროს და ადგილს და იწყებენ პროცესის განხორციელებას. ყველა სურათა სათანადოდ დახვეწავენ, ბუნებაში გადაღებულებს დაბეჭდავენ, გაუკეთებენ სათანადო წარწერებს, დაამზადებენ სხვადასხვა ზომის პლაკატებს და იწყებენ გამოფენას პრეზენტაციისათვის.
  აღნიშნულ პროექტს აქვს როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი დატვირთვა. გასართობი იმიტომ რომ დროს ატარებენ სასიამოვნოდ - იგულისხმება ინტერნეტში მუშაობა, საკუთარი ინტერპრეტაციების დაფიქსირება, ბუნებაში გასვლა, სურათების გადაღება და ა.შ. შემეცნებითი კი თავისთავად გასაგებიცაა, რადგან გებულობენ არჩევენ ერთმანეთისაგან მცენარეების(ხე, ბუჩქი და სხვ.) კატეგორიებს და სახელებს, აკვირდებიან ბუნების პროცესს თუ რა ხდება წელიწადის ამ დროს(შემოდგომა), სწავლობენ კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობას, ეძებენ და ეცნობიან აქამდე უცნობ ვებ-გვერდებს და უვითარდებათ ესთეტიკის უნარი.
  აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადა არის ერთი თვე. მას შემდეგ რაც ბავშვები მზად იქნებიან პრეზენტაციისათვის, ერთი თვის შემდეგ აწყობენ გამოფენას სკოლის სააქტო დარბაზში. გამოფენის თემა კი - „ბუნება და მისი ღირშესანიშნაობები“ 
  ბავშვებს შესაძლებელია ჰქონდეთ მომზადებული ტექსტი თითოეული სურათის შესახებ - რაზე გვესაუბრება თითოეული სურათი და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, რაც თავის თავში მოიცავს ბუნების მოვლის პრინციპსაც. 
  მაშასადამე, პრეზენტაცია იქნება შემაჯამებელი მათი საქმიანობებისა, რაც თავის თავში მოიცავს ბუნების სურათებს, კატალოგებს, კომპიუტერულ მომსახურებას, რომელსაც თან დაერთვება ვერბალური ახსნა - განმარტება.