პროექტი" ხაჭაპური"

 ჩემს მიერ არჩეული პროექტ არის "ხაჭაპური",რომელსაც გამოვიყენებ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე.პირველ გაკვეთილზე გავმართავ დიალოგს ბავშვებთან, თითოეულს გამოვათქმევინებ აზრს თუ ვინ როგორ იცის ხაჭაპურის გამოცხობა, რა პროდუქტები სჭირდება, იცავენ თუ არა რაიმე თანმიმდევრობას მისი გამოცხობის დროს, აქვთ თუ არა განსაკუთრებული ცხობის წესი და ა.შ. ამ პროექტით ჩემი მიზანი იქნება პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავება. ისინი ჩაატარებენ ექსპერიმენტს თუ როგორ გამოუვათ ხაჭაპური. მაშასადამე პირველი გაკვეთილის ბოლოს როცა ჩვენ უკვე თეორიულად გვექნება განხილული თუ როგორ კეთდება ხაჭაპური, დავავალებ ბავშვებს მეორე გაკვეთილზე მოიტნონ ის პროდუქტები რაც სჭირდება ხაჭაპურის გამოცხობას, რათა უკვე პრაქტიკულად ნახონ თუ როგორია გამოცხობის პროცესი. კლასს დავავალებ გაინაწილონ მოვალეობები. ზოგმა მოიტანოს ცოტაოდენი ფქვილი, ზოგმა ცოტაოდენი ყველი, ზოგმა მარილი, ზოგმა მარილი და მე როგორც ფასილიტატორი მასწავლებელი და მონაწილე ამ გაკვეთილის მოვიტანო ღუმელი.    მეორე გაკვეთილი დაეთმობა უკვე შრომით საქმიანობას - ანუ ხაჭაპურის ცხობას.პირველ რიგში მოვაწყობთ საკლასო გარემოს, შემდეგ გავინაწილებთ როლებს, ავწონით და გავინაწილებთ პროდუქტს თუ რამდენ კილოგრამ ფქვილს რამდენი კილოგრამი ყველი სჭირდება. ამ პროცესით ბავშვები ეჩვევიან განსხვავებების დაცვას სხვადასხვა ზომასა თუ რაოდენობას შორის და გამოაქვთ შესაბამისი დასკვნა. შესაბამისად აკვირდებიან ცხობის პროცესს და აფასებენ მათ მიერ გაკეთებულ პროდუქტს. თუ არ გამოვა ნორმალური და შესაბამისი პროდუქტი მაშინ შევეცდებით შევცვალოთ მასები და გავაკეთოთ ახალი პროდუქტი. აღნიშნული საგანი (გამოყენებითი ხელოვნება) იმიტომ ავირჩიე რომ პრაქტიკული მუშაობით და თვალსაჩინოებებით ბავშვი უკეთ იმახსოვრებს და უვითარდება პრაქტიკული უნარ - ჩვევები, რომელშიც იგულისხმება როგორც ვერბალური ისე არავერბალური ქმედებები. შედეგი არის რომ მოსწავლეს შეეძლება შეფასება და შედარება რაოდენობებისა თუ რაოდენობებისგან შემდგარი პროცესისა, შეეძლება ექსპერიმენტის საფუძველზე დასკვნის გაკეთება და რაც მთავარია შრომითი უნარ - ჩვევების განვითარება.